Sunday, February 26, 2017

რეფლექსია დღე მეორე,დღე მესამე,დღე მეოთხე.

რეფლექსია დღე მეორე- 19 თებერვალი შევქმენით საკუთარი ბლოგი,შევარჩიე და დავგეგმეთ სასწავლო პროექტი. დღე მესამე- 25 თებერვალს,ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო,ამ ტრენინგზე განვიხილეთ პროექტისათვის საჭირო ბუკლეტის შექმნა.ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო ასეთ ფორმა ბუკლეტის შექმნისა.შევქმენით ბროშურის ნიმუში.პროექტის სასწავლო გეგმაში ჩავსვით ეროვნული გეგმით გათვალისწინებილი სტანდარტი. დღე მეოთხე-26 თებერვალი .განვიხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვები.კერძოდ,განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.დღე მეხუთე- მოსწავლის პრეზენტაციის შექმნისთვის საჭირო რჩევები მივიღეთ.იყო საინტერესო და საჭირო ყოველდღიური მუშაობისათვის. დღე მეექვსე-ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის შევსება.გუგლის ფორმატში,რაც საჭიროა და საინტერესო.ვიმუშავეთ გაზეთისა და ბლოგის,სლაიდის შეფასების რუბრიკებზე.შევქმენით ახალი ჩვენეული შეფასების სქემები,ვთვლე,რომ ეს გვჭირდება ყოველდღუიურ მუშაობაში. დღე 7 დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.ბლოგში,ელექტრონულ ფორმატში, გადავიტანეთ ჩვენი პროექტები,ახალი და საინტერესო იყო ბლოგში ჩვენი საქაღალდის გადატანა,იყო ბევრი სიახლე.ამ ცოდნას გამოვიყენებ სხვა დროს პროექტის განხორციელებისას.ცოტა გამიჭირდა ჩემი დისკიდან ინფომაციის ახალ საქაღალდეში მოთავსება,თუმცა ,ვთვლი,რომ შევძლებ დამოუკიდებლადაც.ზედმეტი და მიუღებელი არაფერი არ იყო,რადგან მგონია,რომ თანამედრობვე მასწავლებლითვის ეს ყველაფერი სავალდებულოა.შენიშვნები არ მაქვს ,რადგან ჩვენი ტრენერი სრულყოფილად გვიხსნის და გვაგებინებს ყველაფერს. დღე8 დღევანდელ დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას,მის სტრუქტურას,წესებს.ვთვლი,რომ ამის ცოდნა არის სავალდებულოა ,რათა უნებლიედ არ მივითვისოთ სხვისი ნაშრომი.წინსწარი ინსტრუქციები მივიღეთ ბოლო ტრენინგზე გასაკეთებელი პრეზენტაციისათვის.

Sunday, February 19, 2017

რეფლექსია---- დღე პირველი

18 თებერვალს ,გვქონდა პირველი ტრენინგი ინტელის პროგრამაში.ეს არის მესამე დონე და შესაბამისად წინა დონეებთან შედარებით რთული.განვიხილეთ ინტელის პროგრამის 8 მოდული.გავეცანით პროქტის შექმნის კლასიფიკაციას.პროექტი მოიცავს რამდენიმე საფეხურს.გასაკუთრებით საინტერესო იყო საქაღალდის შექმნა,კერძოდ,პროექტის პორტფოლიო და პროექტის გეგმა.გეგმა ნაწილობრივ შევავსე.